თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა.
პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თვითმფრინავის აფრენამდე გული გაუჩერდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.