თბილისი-სტამბოლის რეისზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

13:18, 13.04.2018

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თვითმფრინავის აფრენამდე გული გაუჩერდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი