თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დღეს, 17:00 საათიდან გზის ორზოლიანი მოძრაობა ერთ ზოლში გადაერთვება
12 აპრილიდან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ215+700-ზე (ქვედა სიმონეთი, E60 მაგისტრალის აღმოსავლეთ მიმართულება) დაზიანებული გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად იწყება, რის გამოც დღეს, 10 აპრილს 17:00 საათიდან, გზის ორზოლიანი მოძრაობა გადაერთვება ერთ ზოლში.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.