დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ვანი-სულორის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

20:04, 16.01.2022

ვანი-სულორის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ვანი-სულორის საავტომობილო გზის კმ6-კმ11 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მსგავსი