სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე 15 მაისის ჩათვლით სავალი ნაწილი შევიწროვდება
სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე 15 მაისის ჩათვლით სავალი ნაწილი შევიწროვდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126-კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამუშაოების წარმოების პერიოდში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

„აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 აპრილი, თუმცა, პროექტში ცვლილებების გამო, მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 15 მაისამდე და შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.