თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კილომეტრზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კილომეტრზე მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.
დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს ალტერნატიული გზებით შეუძლიათ სარგებლობა. კერძოდ, იგოეთი-კასპი-ახალქალაქის, კასპი-კავთისხევისა და
სკრა-ქარელის მიმართულებებით.
ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. ამასთან, როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებულ ხიდზე, რომელიც მათი თქმით, ავარიული იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.