ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა
ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა რუსი“ დააჯარიმა

კომპანია „ალმა რუსი“, რომელიც ქუთაისში, მდინარე რიონზე არსებული ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციას აწარმოებს, მერიამ დააჯარიმა.

„ალმა რუსმა“ ხიდის რეაბილიტაციის უფლება ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა, თუმცა მშენებლობის დასრულების ვადები დაარღვია და  9000 ლარამდე დაჯარიმდა.

პირობების თანახმად, სამუშაოები 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, რასაც კომპანია „ალმა რუსი“ ვერ ახერხებს.

„ჩვენ ყველა კომპანიის მიმართ ვიქნებით პრინციპულები. დაჯარიმდება ყველა, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“,- განაცხადა 1-ელ არხთან ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.