ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. უწყების ცნობით, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო სავალი ნაწილი. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.