თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია 

23:07, 22.09.2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.

მსგავსი