„თბილისი მოლის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი დილით მანქანების სიმრავლეს სამსახურში თანამშრომლების მისვლას უკავშირებს
შენობაში დაახლოებით 1 700 ადამიანი მუშაობს და დაწესებული შეზღუდვების გამო, ყველას მანქანით გადაადგილება უწევს, შესაბამისად, საცობი შეიქმნა იმის გამო, რომ შემოდიოდა სწორედ თანამშრომლების ნაკადი, – ამის შესახებ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა გოგოლაძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, 08:00 საათზე, როდესაც მაღაზიებმა მომხმარებლების მიღება დაიწყეს, რიგი არ ყოფილა.
„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ საცობის კადრებს, რომელიც „თბილისი მოლთან“ არის გადაღებული. ეს იყო ზუსტად 07:00 საათი, როდესაც მოლში მოდიან თანამშრომლები, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, დასუფთავების სამსახური, კონსულტანტები. ჩვენს შენობაში დაახლოებით 1 700 ადამიანი მუშაობს. რადგან არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად, ყველას უწევს მანქანით მოსვლა. შეიქმნა სამანქანო საცობი იმის გამო, რომ შემოდიოდა სწორედ თანამშრომლების ნაკადი. ჩვენ მომხმარებლებს ვიღებთ 08:00 საათიდან, შესაბამისად, 08:30-დან უკვე დარეგულირებული იყო ყველაფერი და მომხმარებელი როდესაც მოვიდა 08:00 საათზე, არანაირი რიგი გარეთ არ იყო“, – განაცხადა ნატა გოგოლაძემ.
სავაჭრო ობიექტების მუშაობის განახლების გამო, დილიდან თბილისის ქუჩებში საცობები იყო. მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში დილიდან მივიდნენ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.