მცირე დაკვამლიანების გამო, „თბილისი მოლში“ განგაშის სიგნალი ჩაირთო

15:11, 04.01.2019

„თბილისი მოლში“ მცირე დაკვამლიანების გამო, განგაშის სიგნალი ჩაირთო. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მაღაზიაში  მოხდა მცირე დაკვამლიანება, რის შედეგადაც განგაშის სიგნალი ავტომატურად ჩაირთო.

განგაშის სიგნალის გამო, სავაჭრო ცენტრის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „თბილისი მოლში“ ამ დროისთვის სიმშვიდეა.

მსგავსი