„თბილისი მოლში“ ცხოველების გამოფენა გაიმართა [ფოტო]
„თბილისი მოლში“ ცხოველების გამოფენა გაიმართა [ფოტო]

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივითა და „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით, ცხოველების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა სახის ცხოველის გაცნობას, ვეტერინარიის პოპულარიზაციას, ასევე, საზოგადოებაში ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ცხოველი, მათ შორის ზაზუნები, ზღვის გოჭები, კურდღლები, მაიმუნები და ლეკვები. ამასთან, გამოფენას ამშვენებდა ფრინველების სხვადასხვა სახეობაც.

გამოფენა ეძღვნებოდა ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით ვირთხის წელიწადს, რომელიც 2020 წელს დგება.