თბილისი(პანტიანი)-მანგლისის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტია.
პროექტის ღირებულება 6 995 800 ლარს შეადგენს.