კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, თელავამდე ჩასვლას 1:20 საათი დასჭირდება
კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, თელავამდე ჩასვლას 1:20 საათი დასჭირდება

კახეთის მაგისტრალისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ორი მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც 600 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, 2021 წელს დაიწყო კახეთის მაგისტრალისა და ბაკურციხე-წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ასევე, მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა სესხი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთისთვის და მიმდინარეობს წინა სატენდერო პროცედურები.

მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი მშენებლობების შედეგად, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა მაგისტრალური გზით, ერთ საათსა და 20 წუთში, კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.

„ეს პროექტები ისტორიული იქნება კახეთის რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად და დამატებითი შესაძლებლობების გასაჩენად. როდესაც წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, რომლითაც განახევრებული დროის პირობებში, 16 კმ-იან მონაკვეთს ათ წუთში ფარავ და რაც მთავარია, ქალაქზე გამავალი გზა ჩანაცვლდა ახალი შემოვლითი გზით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დატოვე კომენტარი