თბილისი-მანგლისის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

13:35, 23.08.2019

თბილისი(პანტიანი)-მანგლისის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტია.

პროექტის ღირებულება 6 995 800 ლარს შეადგენს.

მსგავსი