ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა დროულად დარეკეს 114-ზე, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე და შეგვატყობინეს ინციდენტის შესახებ.
სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა“, – აცხადებენ კომპანიაში.