„თბილისი ენერჯი“ – ზემო ფონიჭალაში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

19:53, 20.04.2021

ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა დროულად დარეკეს 114-ზე, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე და შეგვატყობინეს ინციდენტის შესახებ.

სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი