„თბილისი ენერჯი“ - დღეს მომხდარ აფეთქებამდე გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა
„თბილისი ენერჯი“ - დღეს მომხდარ აფეთქებამდე გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა, ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

მათივე ინფორმაციით, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პარალელურად იკვლევენ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს.

„ასევე მომხდარი ფაქტის გარშემო სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება ხდება.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადამოწმდა კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა შეტყობინება.

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსიდან კომპანიაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. ერთადერთი ზარი, რომელიც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა, დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ფიქსირდება“, – აცხადებენ კომპანიაში.