კორპუსთან, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
კორპუსთან, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

გურამიშვილის გამზირზე, კორპუსთან, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ასევე, ეზოში არსებული გაზის მილის აღდგენა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე თბილისის მერიის, 112-ისა და „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები მუშაობენ.

კორპუსთან ადგილობრივების ნაწილი დგას, რომელთაც ეტაპობრივად აძლევენ საშუალებას, საკუთარი ნივთები გამოიტანონ საცხოვრებლიდან.

როგორც ცნობილია, გურამიშვილის 30 ნომერში მდებარე კორპუსიდან ამ დროისთვის 139 პირია  სასტუმროებში გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი