გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში მოქალაქეებს ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად უშვებენ
გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში მოქალაქეებს ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად უშვებენ

გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც გუშინ გაზი აფეთქდა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს ნივთების გამოსატანად საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით ეტაპობრივად უშვებენ.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, ზარალის დათვლა დასუფთავების სამუშაოების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ასევე დგინდება მოპირდაპირე კორპუსში დაზიანებები.

გამგებლის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა სასტუმროში ამ დროისთვის 208 ადამიანი, სულ 52 ოჯახია განთავსებული. მისივე თქმით, დღის ბოლომდე აღნიშნული მოქალაქეების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც ნაძალადევის გამგეობაში აცხადებენ, თუ შემოწმების შედეგად კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო აღმოჩნდება, მოქალაქეები საკუთარ ბინებში დაბრუნებას ერთ კვირაში შეძლებვენ, კომუნიკაციების აღდგენას კი 10 დღე დასჭირდება.

დატოვე კომენტარი