გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან საავადმყოფოში ორი რჩება

16:08, 20.10.2019

გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან სამმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

განსაკუთრებით მძიმეა დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

მერვე საავადმყოფოში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს და ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

მსგავსი