თბილისელ და მინსკელ მოზარდებს შორის ჭადრაკში ამხანაგური მატჩი გაიმართა
თბილისელ და მინსკელ მოზარდებს შორის ჭადრაკში ამხანაგური მატჩი გაიმართა

საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში თბილისელ და მინსკელ მოზარდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

თბილისელ მოჭადრაკეთა ღირსებას ნიკოლოზ დარსაძე, დენიელ საფაროვი, ალექსანდრე ყორღანაშვილი და ანა მამარდაშვილი იცავდნენ. მასპინძლებმა სტუმრები მშრალი ანგარიშით – 8:0 დაამარცხეს.