ტბაში ბანაობისას მამაკაცი დაიხრჩო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში არსებულ ტბაში გუშინ საღამოს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო.
თვითმხილველთა განმარტებით, მამაკაცი ტბაში ბანაობის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც მან ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.