„თავისუფალი საქართველოდან“ შუალედურ არჩევნებზე ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება
„თავისუფალი საქართველოდან“ შუალედურ არჩევნებზე ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება

შუალედურ არჩევნებზე ზესტაფონის მერობის კანდიდატად „თავისუფალი საქართველოდან“ პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია იქნება.

წულაია კანდიდატად დღეს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ. კახა კუკავამ წარადგინა.

„თუ არ გსურთ, ზესტაფონის ხელისუფლებაში მობრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე თუ არ გსურთ, იხილოთ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, მაშინ ხმა მიეცით კანდიდატს, რომელიც რეალურად წარმოადგენს მესამე ძალას. ეს იქნება მაგალითი მთელი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს შეუძლია, ამ მოჯადოებულ წრეს თავი დააღწიოს“, – განაცხადა კახა კუკავამ წარდგენაზე.

ამასთან, ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებზე გოგი წულაიას მხარს უჭერენ პარტია „ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.