„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა დღეს ბათუმში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინეს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის ბათუმიდან რომან ჯიქია, ქობულეთიდან რუსუდან ოქროპირიძე, ქედა, ხულო, შუახევის ოლქიდან კი დალი ტაკიძე იბრძოლებენ.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „თავისუფალი საქართველოდან“ ბათუმში სულიკო მიქელაძეა წარდგენილი, ხოლო ქედა, ხულო, შუახევის ოლქში ბაადურ რიჟვაძის კანდიდატურა დასახელდა. მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატობის კანდიდატებიც.
,,იმედი გვაქვს, აჭარა ისევე, როგორც წინა არჩევნებში და ბევრად უფრო მეტადაც, მხარს დაუჭერს ,,თავისუფალ საქართველოს“ და შევძლებთ ყველა დასახული პუნქტის რეალიზებას საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ.