პარლამენტმა დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

12:48, 28.06.2023

პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი არ დაუჭირეს.

კენჭისყრის დროს გიორგი ბაქრაძეს მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის სამმა წევრმა, დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურას ხმა მისცა ხუთმა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს ორშაბათს, 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს და მხარი არ დაუჭირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.

მსგავსი