პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.

ინფორმაციას კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს კანდიდატების, გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის ბიოგრაფიებს.