„ტავ ჯორჯია“ - ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა
2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108 პროცენტით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს – 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%- ით აღემატება.