თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში – ITB BERLIN 2024 მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს გამოფენაში მონაწილე მსხვილი ავიაკომპანიების პირველ პირებთან.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის სტენდზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ იმ სერვისების შესახებ, რომელთაც მათ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სთავაზობს.

ITB BERLIN-ი წელს 400-ზე მეტ სპიკერსა და 24 ათასზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში გლობალური ტურიზმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.