ევროკავშირიც გამოწვევების წინაშე დგას და თვითგამორკვევის სურვილიც ბევრს აქვს. ასე უპასუხა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ტატიანა ჟდანოკამ პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, ბრიუსელში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის მიწვევას.
მედოევი ევროპარლამენტში მიმდინარე ფორუმში, სახელწოდებით “ევროკავშირი -2017, რუსეთი- 1917: კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის” მონაწილეობს.
“ჩვენ ვსაუბრობთ გაკვეთილებზე, წარსულსა და მიღებულ გამოცდილებაზე. ვზეიმობთ რუსული რევოლუციის 100 წლის იუბილეს. ბოლშევიკური მთავრობისთვის თვითგამორკვევის იდეა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ევროკავშირიც დგას გამოწვევევის წინაშე და თვითგამორკვევის სურვილიც ბევრს აქვს”, – აღნიშნა ტატიანა ჟდანოკამ.
ფორუმზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ტატიანა ჟდანოკას მიწვევით იმყოფება.