თამაზ მოლაშვილი - სააკაშვილს ვინც ტაშს უკრავს, თავისი შვილი წარმოიდგინოს ჩემი შვილის ადგილას და მერე დაუკრას ტაში
მიხეილ სააკაშვილს ვინც უკრავს ტაშს, თავისი შვილი წარმოიდგინოს ჩემი შვილის ადგილას, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა.
როგორც თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სულხან მოლაშვილს დამართა, არავის უნდა დაავიწყდეს.
„არიან ისეთი ადამიანები, ვინც სააკაშვილს ტაშს უკრავენ და გვერდით უდგანან. რაც სააკაშვილმა ჩემს შვილს დამართა, ვინც იმას მხარს უჭერს, თავისი შვილი წარმოიდგინოს მის ადგილას, როგორც ჩემი შვილი იყო და მერე დაუკრან ტაში“, – განაცხადა მოლაშვილმა.