თამაზ მოლაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირწმინდად წააგო არჩევნები და ახლა ფართხალებენ, რომ ვინც ლუკმა-პურს აჭმევს, თავის არსებობაში დაარწმუნონ
თამაზ მოლაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირწმინდად წააგო არჩევნები და ახლა ფართხალებენ, რომ ვინც ლუკმა-პურს აჭმევს, თავის არსებობაში დაარწმუნონ

მას შემდეგ, რაც პირწმინდად წააგო არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, ხალხის თვალში როგორმე გამოჩნდნენ, მართალია წავაგეთ, მაგრამ ამას ვიზამთ ,იმას ვიზამთო, – ამის შესახებ სულხან მოალშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაირ აქტიურობას აზრი არ აქვს.

„რა აზრი აქვს მაგათ სირბილს გარეთ, არ მობეზრდათ? ხალხმა რა დააშავა ტკბილად და წყნარად, მშვიდ გარემოში ცხოვრება ხო შეიძლება? არა, არ ფიქრობენ. მე რატომღაც ასე მგონია, ვიღაც აფინანსებს მაგათ, თქვენ იარსებეთო და რომ იარსებონ, ამიტომ, რაღაც უნდა გააკეთოთ. მიშაც ციხეშია, ხალხი კიდევ რა დღეშია, გამწარებულები. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, თვითონაც კარგად იციან, რომ არაფრის მაქნისია ეს, მაგრამ ფართხალებენ რომ დაარწმუნონ მაღლა, ვინც ლუკმა-პურს აჭმევთ, ვარსებობთო. მომწონს ის ამბავი, რომ ყოველდღე არ ვიკრიბებით რუსთავის ციხეში, რომ შევიკრიბოთ იქ ყოველდღე და ვიძახოთ, მიშა ციხეში იყავი, ესენი შეიკრიბებიან და იძახებენ, მიშა გამოდი. ქვეყანას მშენებლობა არ უნდა? ამაში უნდა დაუხარჯოს დრო?“, – განაცხადა მოლაშვილმა.