გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დაკრძალეს.
თამაზ გინტური მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 6 ნოემბერსვე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა.