ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას, მადლიერი ვართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის
ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას, მადლიერი ვართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას. მადლიერები ვართ ევროპარლამენტის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – წერს ვახტანგ მახარობლიშვილი.

ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.