თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.