თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ჩამოცდა, კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს
თამარ გაბუნია - დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ჩამოცდა, კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს

დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ოდნავ ჩამოცდა, მაგრამ მის კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისსა და იმერეთში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი რჩება.

„დადებითობის მაჩვენებელი რეალურად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად გავრცელებულია ინფექცია საზოგადოებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირებების რაოდნეობა საკმაოდ მაღალია ბოლო პერიოდში და დღეს მაგალითად, 17 000-ს გადააჭარბა, საკმაოდ სარწმუნოა ეს მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ დღეს ვეყრდნობით. დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს უახლოვდება, ოდნავ ჩამოცდა. განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონული სხვადასხვაობა, თბილისსა და იმერეთში მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამიტომ, ველოდებით მის კიდევ უფრო შემცირებას, რათა უფრო თამამად გვქონდეს  შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი და გვქონდეს მეტი გარატნია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სტაბილურად შენარჩუნდება შედეგი, თავიდან არ მოგვიწევს შეზღუდვების ამოქმედება. ჯერჯერობით არ არის საკმარისი სტაბილიზაცია ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.