თამარ გაბუნია საფრანგეთის ელჩს, ელჩ შერაზ გასრის შეხვდა
თამარ გაბუნია საფრანგეთის ელჩს, ელჩ შერაზ გასრის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, განხორციელებული რეფორმები და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

თამარ გაბუნიამ საფრანგეთის მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ელჩმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თამარ გაბუნიას ვიზიტს საფრანგეთში. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჰაერის დაბინძურების შემცირება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ქიმიკატების ზემოქმედებით გამოწვეული ავადობის პრევენცია. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, საფრანგეთში 18-21 მარტს გაიმართება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.