თამარ ჩუგოშვილი - მთავარია, გარემოს დაცვა პრიორიტეტული იყოს და ყურადღება არ მოაკლდეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში გარემოს დაცვის სამისტროსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტული იყოს და ყურადღება არ მოაკლდეს.
“მთავრობისგან იმის გარანტია მივიღეთ, რომ როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით გარემოს დაცვა არ დაზიანდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთიანდება, თუმცა მთავრობა განმარტავს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებისთვის გარანტიები საკანონმდებლო დონეზე გაიწერება.