თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლების მთავარი ინტერესია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ინტერესია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქმის სრულყოფილად გამოსაძიებლად ყველა გარემოება შექმნილია.
„ბუნებრივია, ხელისუფლების მთავარი ინტერესია, რომ იმ საქმეში, რომელმაც საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს. ეს არის ერთადერთი ინტერესი. ოპოზიციის ინტერესი რა არის, ამასაც ვხედავთ ძალიან კარგად. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური ხმაური, ესე ვიტყოდი. ამიტომ ჩვენი მიზნები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმის სრულყოფილად გამოსაძიებლად ყველა გარემოება არის შექმნილი და დარწმუნებული ვარ,ასეც იქნება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშივილმა.