პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განაცხადა
მისივე თქმით, ხარჯების მაქსიმალური შემცირება და ეფექტურობის გაზრდა მთავრობის საქმიანობაა.
ჩუგოშვილის ადასტურებს, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო.
მოუწევს თუ არა პარლამენტს ნდობის გამოცხადება, დეპუტატი განმარტავს, რომ ამ საკითხზეც განმარტებას მთავრობის მეთაური გააკეთებს
„მთავრობის პრიორიტეტია ხარჯის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა. ვეთანხმებით ოპტიმიზაციას, როგორც ადმინისტაციული რესურსის გამოყენების, ასევე მთავრობის შიდა სტრუქტურული და საკადრო გადაადგილებას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.