თამარ ჩერგოლეიშვილი - ძალიან მინდოდა, ზვიად დევდარიანს ჩვენთვის „ეთიკის ქარტიაში“ ეჩივლა, ეს სტანდარტების დასადგენად კარგი ბიძგი იქნებოდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ძალიან მინდოდა, ზვიად დევდარიანს ჩვენთვის „ეთიკის ქარტიაში“ ეჩივლა, ეს სტანდარტების დასადგენად კარგი ბიძგი იქნებოდა

ძალიან მინდოდა, ზვიად დევდარიანს ჩვენთვის „ეთიკის ქარტიაში“ ეჩივლა, რადგან ეს იქნებოდა კარგი ბიძგი, რათა სტანდარტები დადგენილიყო, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ის სასამართლოშიც რომ წასულიყო და ცილისწამებისთვის ეჩივლა, პრობლემა არ იყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ პროფესიონალურად მოვიქეცით. ამას ეთიკის ნებისმიერ საბჭოში დავადასტურებ. ვფიქრობ, „ტაბულამ“ ბეწვის ხიდზე ძალიან კარგად გაიარა. ბუნებრივია, ზვიად დევდარიანს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავისი სიმართლე ამტკიცოს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმართეს თუ არა პროკურატურას ქალებმა, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულებენ, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, მათ ომბუდსმენი ხვდება და რამდენიმე ისეთი შემთხვევაც გამოჩნდა, სადაც მისი პირადი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.