თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია „ფედერალისტები“ დააფუძენეს

19:55, 15.08.2024

თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას გუნდმა ახალი პარტია „ფედერალისტები“ დააფუძენა.

ახალი პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანების სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი