თამარ ჩერგოლეიშვილი - არ ვიცი, დღეს რა შეიძლება, ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო
თამარ ჩერგოლეიშვილი - არ ვიცი, დღეს რა შეიძლება, ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო

არ ვიცი, დღეს რა შეიძლება, ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ნავალნი გამბედავი იყო.

„მე აღმაფრთოვანებს გამბედაობა. მჯერა, რომ ბედს გაბედული ადამიანები წყვეტენ. გამბედავი ადამიანი არასოდეს აღნიშნავს, რომ გამბედავია, იმიტომ, რომ გაბედვას უალტერნატივოდ მიიჩნევს და ვერ ხვდება, აქ დასაფასებელი რა არის – წყნარად და მტკიცედ ბედავს.

ასეთი შეიძლება იყოს მტერიც. ყველა რუსი პოლიტიკოსი ჩემი მტერია, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ნავალნი გამბედავი კაცი იყო. ნავალნის ცოლის ნებისყოფაც შოკის მომგვრელია, ძნელია ძალა მოიკრიბო, სიტყვა თქვა, როცა იგებ, რომ ვის გამოც სიტყვას იძახი, მოკლეს.

და მე არ ვიცი, დღეს რა შეიძლება, ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო“, – წერს ჩერგოლეიშვილი.