ტაჯიკეთში ზვავის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ზვავსაშიში ზონიდან კი 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
ტაჯიკეთში ზვავის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ზვავსაშიში ზონიდან კი 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ზვავი ჩამოწვა ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ჩინეთსა და ავღანეთს ესაზღვრება.

ზვავმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და გზები, შეჩერებულია ტრანსპორტის მიმოსვლა. ასობით ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა. ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.