შვეიცარიის ალპებში ზვავის შედეგად, სულ მცირე, სამ ადამიანს ეძებენ [ვიდეო]

შვეიცარიის ალპებში ზვავის შედეგად, სულ მცირე, სამ ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ზვავში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოწვა ზვავი სათხილამურო ტრასასთან.

ფართომასშტაბიანი სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.