ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა
ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.

ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.

ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.