ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიახაზებმა, Somon Air-მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო
ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიახაზებმა, Somon Air-მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ, Somon Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე-თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.

ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს. Somon Air-ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.