ტაივანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა
ტაივანის სამხრეთით მდებარე ქალაქ კაოშიუნგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ განაგრძობენ შემთხვევის ადგილზე მუშაობას და მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ადგილზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზეზებს შორის განიხილება ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიაც.