ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ტაივანის დამოუკიდებლობა და მშვიდობა ტაივანის სრუტეში შეუთავსებელია

18:46, 14.10.2024
Chinese Foreign Ministry spokesperson Mao Ning gestures during a press conference at the Ministry of Foreign Affairs in Beijing, Wednesday, May 24, 2023. The Chinese government on Wednesday defended its ban on products from U.S. memory chipmaker Micron Technology Inc. in some computer systems after Washington expressed concern, adding to strains over technology and security. (AP Photo/Liu Zheng)

ტაივანის დამოუკიდებლობა და მშვიდობა ტაივანის სრუტეში შეუთავსებელია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის ძალების პროვოკაციები წინააღმდეგობას შეხვდება.

„თუ თქვენ გაინტერესებთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის დაუპირისპირდეთ ტაივანის დამოუკიდებლობას. ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საკითხია, რომელიც არ მოითმენს საგარეო ჩარევას. თუ ამერიკული მხარე ნამდვილად ზრუნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობაზე და რეგიონულ კეთილდღეობაზე, მან უნდა დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი განცხადება, და სერიოზულად შეასრულოს აშშ-ის ლიდერების დაპირება, რომ არ დაუჭირონ მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას, შეაჩეროს ტაივანის შეიარაღება და შეწყვიტოს არასწორი სიგნალების გაგზავნა ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალებისთვის”, – განაცხადა მაო ნინმა.

მსგავსი