ტაირონ ვუდლი აცხადებს, რომ კოლბი კოვინგოტნმა მასთან ბრძოლაზე უარი თქვა
ტაირონ ვუდლი აცხადებს, რომ კოლბი კოვინგოტნმა მასთან ბრძოლაზე უარი თქვა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი აცხადებს, რომ კოლბი კოვინგტონმა მასთან ბრძოლაზე უარი უკვე მეხუთედ თქვა. მათი დაპირისპირება 18 აპრილის ქარდზე იგეგმებოდა.

„ეს კლოუნი უკვე მეხუთედ ამბობს უარს ჩემთან ბრძოლაზე. მას ეშინია ჩემი. ეს უკვე ნამდვილად ფაქტია. ჩემს ფანებს მინდა ბოდიში მოვუხადო, თუმცა, მზად ვიყავი მისთვის გაკვეთილის ჩასატარებლად. რას ვიზამთ. მას კვლავ შეეშინდა“, – განაცხადა ტაირონ ვუდლიმ არიელ ჰელვანისთან ინსტაგრამზე „ლაივის“ დროს.